ჰობი შოფის ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის

წესები და პირობები

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება «ჰობი შოფი»- ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით შემდეგ  სამოხმარებლო პირობებს. გთხოვთ გაეცნოთ ყურადღებით :

შეთანხმება «ჰობი შოფი»-ს ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის პირობების შესახებ:

 

1.                   ტერმინთა განმარტება

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

1.1.             «ჰობი შოფი» — ინდ. მეწარმე ხათუნა ზარიძე, კომერციული სახელით «ჰობი შოფი», რომელიც ახორციელებს მომხმარებელზე  საქონლის რეალიზაციას  «ჰობი შოფი»- ინტერნეტ-მაღაზიის ვებ გვერდის მეშვეობით, ონლაინ .. დისტანციური ფორმით;

1.2.             მომხმარებელი—  ჰობი შოფის ვებ-გვერდზე ავტორიზებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელმაც განათავსა ან/და შესაძლებელია განათავსოს შეკვეთა ჰობი შოფის ვებ-გვერდის მეშვეობით.

1.3.             მიმღებიმომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისას მითითებული ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის მისამართზე ჰობი შოფის მიერ ხდება საქონელის მიწოდება.

1.4.             ჰობი შოფის ვებ-გვერდი’ – ჰობი შოფის საკუთრებაში არსებული ელექტრონული მისამართი– hobbyshop.ge და მისი ყველა ქვეგვერდი;

1.5.             ინტერნეტ-მაღაზია’ – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს ჰობი შოფის საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართია - hobbyshop.ge;

1.6.              ‘პროდუქტი’, ‘პროდუქცია’ – ჰობი შოფის ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული ან/ და რეალიზებული საქონელი;

1.7.              ‘Cookies’ – ელექტრონული იდენტიფიკატორები, .. ქუქი ფაილები, რომელსაც საიტზე სტუმრობისას ჰობი შოფის ვებ-გვერდი ათავსებს და ინახავს სტუმრის ელექტრონულ მოწყობილობაში. ქუქი ფაილების მეშვეობით მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა საშუალებას აძლევს ჰობი შოფს, მოიპოვოს ინფორმაცია მომხმარებლის მიერ ჰობი შოფის ვებ გვერდით სარგებლობის თავისებურებების შესახებ და დაიმახსოვროს იგი, რათა შემდგომში უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებლის მიერ ჰობი შოფის ვებ-გვერდით სარგებლობის   გამოცდილების გაუმჯობესება და მომხმარებელზე მორგება. გარდა ამისა, ქუქი ფაილების დაშვება მომხმარებლის მოწყობილობაში ხელმისაწვდომს ხდის რიგი დამატებითი ფუნქციებით სარგებლობასაც. მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა აკრძალოს მომხმარებელმა ქუქი ფაილების მიღება საკუთარ მოწყობილობაში, თუმცა ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჰობი შოპთან ურთიერთობას, ამიტომ ჰობი შოფის რეკომენდაციაა მომხმარებლისათვის, რომ მუდამ ქონდე ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ჰობი შოფის ინტერნეტ მაღაზიას ეწვევა.

1.8.              ‘ვიზიტორი’ – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ჰობი შოფის ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.

1.9.              ‘ავტორიზაცია’ – ჰობი შოფის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ჰობი შოფის ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ახალი;

1.10.         მომხმარებლის გვერდი’- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ განხორციელებულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;

1.11.          ‘ავტორიზაციის გავლა’ – ფიზიკური /იურიდიული პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და პაროლის ჰობი შოფის ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;

1.12.          ‘პერსონალური ინფორმაცია’ – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – ‘პერსონალური მონაცემი’ ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოსკანონით;

1.13.          ‘პროფილი’ – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.

1.14.          ‘ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ’ – ელექტრონული და ა.შ. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს ჰობი შოფი მისი ვებ-გერდის მომხმარებლების და/ ან ვიზიტორის შესახებ;

1.15.         პაროლი’ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს ჰობი შოფის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;

1.16.         ელ. ფოსტის მისამართი’- პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს ჰობი შოფის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება ჰობი შოფის მიერ;

1.17.         საკურიერო კომპანია’ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ჰობი შოფის საიტზე განთავსებული შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და/ან მიმღებამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და პროდუქციის სასაქონლო სახით მიწოდებაზე. ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

 

2.                   შეკვეთის გაფორმებისა და შესრულების ვადები

2.1.             მომხმარებლს საშუალება ექნება ჰობი შოფის ინტერნეტ-მაღაზიაში განათავსოს შეკვეთა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის ავტორიზაციას ჰობი- შოფის ვებ- გვერდზე;

2.2.             შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შეჰყავს  შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო ყველა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლოს მხოლოდ შემდეგით: მომხმარებლის სახელ, გვარ, პირად ნომერ, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართ, საკონტაქტო ტელეფონი, თუ შეკვეთას მიიღებს სხვა პირი, ასევე მიმღები პირის მონაცემები და ა.შ. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც მოთხოვნილი იქნება შესაბამისი საქონლის შეკვეთის ელექტრონულ ფორმაში.

2.3.             შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჰობი შოფი კომუნიკაციის რომელიმე საშუალებით შეათანხმებს შეკვეთის მიწოდების დეტალებს- თარიღსა და დროს. აღნიშნული თარიღი და დრო დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე და შეკვეთის დამუშავებისათვის საჭირო დროზე.

2.4.             იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მიღების შემდეგ აღმოჩნდება, ჰობი შოფის მარაგში არ არის შეკვეთილი პროდუქცის საკმარისი რაოდენობა, ამის თაობაზე ჰიბი შოფი პირველივე შესაძლებლობისთანავე ატყობინებს მომხმარებელს კომუნიკაციისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებით. რის შემდგომაც მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადოს თანხმობა და მიიღოს ჰობი შოფის მიერ შეთავაზებული  ახალი რაოდენობა, ან გააუქმოს შეკვეთა ან/და მისი ნაწილი. ჰობი შოფის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან  03 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლისაგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ჰობი შოფი იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა სრული მოცულობით. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი პროდუქციის ღირებულება უკან უბრუნდება მომხმარებელს გაუქმებიდან 05 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.

2.5.             ჰობი შოფი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს მიღებული ეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა შეკვეთის გაუქმებიდან არაუგვიანეს 05 (ხუთი) საბანკო დღისა.

2.6.             ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის აღწერილობა, დახასიათება ატარებს ინფორმაციულ ხასიათს და შესაძლოა სრულად არ გადმოსცემდეს აბსოლუტურად სარწმუნო ცნობებს საქონლის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ, ფერის, ზომებისა და ფორმების ჩათვლით. პროდუქციის თვისებებსა და მახასიათებლებთან დაკავშირებით მომხმარებლის მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია შეკვეთის გაფორმებამდე მიმართოს ჰობი შოპს კომუნიკაციის მისთვის მოსახერხებელი საშუალებით.

2.7.             შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების პერიოდი თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს არაუმეტეს 04 (ოთხი) სამუშაო დღ, ხოლო რეგიონებში არაუმეტეს 07 (შვიდი) სამუშაო დღ. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც ჰობი შოფი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის ან/და კომუნკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით, ამგვარი შეტყობინება მიღებულად ითვლება ჰობი - შოფის მიერ გაგზავნის მომენტიდან.

ამასთან, ჰობი შოფი იტოვებს უფლებას, გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

 

3.                   ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

3.1.             მომხმარებლის მიერ ჰობი შოფის ინტერნეტ- მაღაზიაში შეკვეთის განთავსებისას ან/და შეტყობინების გაგზავნისას, მომხმარებელსა და ჰობი შოფს შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ეთანხმება ჰობი შოფსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციის ოფიციალურობასა და სანდოობას.

 

4.             მომხმარებლის ასაკობრივი ზღვარი

4.1.         ჰობი შოფის ინტერნეტ-მაღაზიაში შეკვეთის განთავსების უფლებამოსილება გააჩნიათ 18 წლის ასაკს მიღწეულ ფიზიკურ პირებს. არასრულწლოვანი პირები შეკვეთის განთავსებას შეძლებენ, მხოლოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში.

 

5.                   პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

5.1.         ჰობი შოფი არ იღებს პასუხისმგებლობას ტრანსპორტირებისას ნივთის დაზიანებაზე, კურიერის დაუდევრობასა, თუ შეცდომებზე, შესაბამისად.

5.2.         პროდუქციის მისამართზე მიღებისას მომხმარებელი/ ან და მომხმარებლის მიერ მითითებული მიმღები პირი, პროდუქციის ჩაბარებამდე, ამოწმებენ პროდუქციას, და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არ ჩაიბარებენ ხარვეზიან და/ან დაზიანებულ პროდუქციას, ხოლო თუკი პროდუქციას გააჩნია ნაკლი, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ჰობი შოფს ელ. ფოსტის და/ან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

5.3.         სხვა შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი ან/და მიმღები ჩაბარებისთანავე არ დააფიქსირებენ პრეტენზიას, ჰობი შოფი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს პრეტენზიების შემდგომ მიღებასა და განხილვაზე ან/და შეკვეთის გაუქმებაზე.

5.4.         იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქციას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რომლის გამოვლენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო მისი პირველადი, გარეგანი დათვალიერებისასმომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ჰობი შოპს და არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში, ჰობი შოპსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებულ დროს ეწვიოს ჰობი შოფს მითითებულ მისამართზე ნივთის დაზიანების თაობაზე პრეტენზიის განსახილველად, რის შემდეგაც ჰობი შოფის მიერ  მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

 

6.                   პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები

6.1.             იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდა შეუსაბამობა, ნაკლი მიწოდებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის, მომხმარებელი ან/და მიმღები უფლებამოსილია არ ჩაიბაროს პროდუქცია, რის შემდეგაც ჰობი შოფი შეეცდება მაქსიმალურად მცირე ვადებში მიაწოდოს მომხმარებელს ანალოგიური უნაკლო  ან/და მომხმარებლისათვის მისაღები სხვა პროდუქცია., მსგავსი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ჰობი შოფს უბრუნდება დაწუნებული პროდუქცია, ხოლო გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

6.2.             პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ მომხმარებლის ან/და მიმღების მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება.

6.3.             ვინაიდან საიტზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლები შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს პროდუქციის ფაქტობრივი ვიზუალისგან, მცირედი განსხვავება არ ჩაითვალება შეკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობად. ამასთან ერთად, შეკვეთის გაფორმებამდე ნებისმიერ დროს, მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ჰობი შოფს დეტალების დაზუსტების მიზნით.

 

7.                   რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია

7.1.             ჰობი შოფი იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას ინტერნეტ მაღაზიაში ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე  წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ჰობი შოფი ასევე უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა. ამგვარად მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს ინტერნეტ მაღაზიით განხორციელებულ შემდგომ გარიგებებზე.

 

8.                   გაუქმების უფლება

8.1.             ჰობი შოფი იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვა, ასევე სხვაგვარად არეგულიროს ცალკეულ პროდუქციაზე  წვდომა და ფასები.

 

9.                   პროდუქციის ღირებულება და გადახდის პირობები

9.1.              ჰობი შოფის  ინტერნეტ - მაღაზიაში მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

9.2.             იმ შემთხვევაში, თუკი ინტერნეტ- მაღაზიაში შეცდომით არის მითითებული ფასი, რაც მომხმარებლის ან/და ჰობი შოფის საზიანოდ არის, ჰობი შოფსა და მომხმარებელს შორის შედგება დამატებითი შეთანხმება ფასებსა და პირობებზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება.

9.3.             შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება, შესაძლოა იყოს უფასო ან ფასიანი. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შეკვეთის გაფორმების მომენტისთვის შეკვეთის მომხმარებლამდე ტრანსპორტირება იქნება ფასიანი, ტრანსპორტირების ღირებულება ავტომატურად დაემატება შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებას, რაც აისახება საბანკო ტრანზაქციის გვერდზე ასახულ გადასახდელი თანხის ოდენობაში.

9.4.             გადახდა ხორციელდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების გზით. სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად, ან  მომხმარებელი უთითებ კურიერთან ნაღდ ანგარიშწორებას.

9.5.             პროდუქციის ღირებულების გამოწერილი ინვოისით საბანკო ანგარიშზე გადახდა შესაძლებელია როგორც იურიდიულ ასევე, ფიზიკურ პირების მიერ. ანგარიშსწორება უნდა მოხდეს ინფოისში მითითებულ სს თიბისი ბანკის, სს საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშზე.

9.6.             მომხმარებელი, ინვოისით გადარიცხვით სარგებლობისათვის;

-                     კალათაში ამატებს იმ პროდუქციას, რომლის შეძენა სურს, იურიდიული პირის შემთხვევაში შეკვეთის დეტალებში ეთითება ორგანიზაციის დასახელება და საიდენთიფიკაციო ნომერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში კი სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

-                     გადახდის მეთოდებში ირჩევს ველს ინვოისით გადახდა”.

-                     რის შემდგომაც მომხმარებელი იხილავს ჰობი შოფის საბანკო რეკვიზიტებს,

-                     ინვოისი გამოჩნდებაშეკვეთები“- გვერდზე.

 

10.               შეზღუდული პასუხისმგებლობა

10.1.         ჰობი შოფის ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილიაისეთი როგორიც არისდაისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელიპირობით და მისი გამოყენებისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება  ამ პირობას. ჰობი შოფი არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

10.2.         პროდუქციის ტრანსპორტირებისას დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელია ჰობი შოფი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებლის მიერ დაუყოვნებლივ, პროდუქციის საბოლოო ჩაბარებამდე მოხდება პრეტენზიის დაფიქსირება.

 

11.          ოფიციალური მიმართვა ჰობი შოფს

11.1.      ჰობი შოფისადმი ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება ელ. ფოსტის  ან/და  დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, . თბილისი, ბახტრიონის . N22, მე-4 სართული.

 

12.               პერსონალური ინფორმაცია

12.1.         ჰობი შოფი თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

12.2.         ჰობი შოფი ამუშავებს და იყენებს მომხმარებლის შესახებ ისეთ ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს მხარეებს შორის ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და გამარტივებას, ასეთი ინფორმაცია შესაძლოა იყოს:

-                     ნებისმიერ ინფორმაცი, რომელიც ჰობი შოფს მიეწოდება მომხმარებლის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში, ან სხვა საშუალებით.

-                     ავტომატურად მოწოდებული ინფორმაციაჰობი შოფი ინახავს და იყენებს მომხმარებლის ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-.

-                     მობილურის შემთხვევაშიროდესაც  მომხმარებელი იყენებს ჰობი შოფის მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჰობი შოფმა შეიძლება მიიღოს და გამოიყენოს  ინფორმაცია მომხმარებლის ადგილმდებარეობისა და  მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ.

-                     ელექტრონული ფოსტა;

-                     სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაჰობი შოპმა ასევე შეიძლება მიიღოს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია დაემატება მომხმარებლის შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ მომხმარებელი გამოიყენებ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ავტომატურად ხდება Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცის გადმოღება.

 

13.               Cookies – ქუქი ფაილები

13.1.         ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც, ჰობი შოფის ვებ-გვერდზე შემოსვლისას, შეინახება მომხმარებლის მოწყობილობაში - კომპიუტერში, პლანშეტში, მობილურ ტელეფონსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში. ეს ფაილები არ წარმოადგენს საფრთხეს, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ დაიმახსოვროს მომხმარებელი და მოხდეს მიღებულ მონაცემთა ანალიტიკა იმისა, რაც უზრუნველყოფს საიტის უკეთესად მორგებას თქვენზე.

13.2.         ჰობი შოფის ვებ-გვერდით სარგებლობისას, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ელექტრონულ მოწყობილობაზე ქუქი ფაილების მიღებას.

 

14.          აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

14.1.          მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, ‘ჰობი შოფისარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში,ჰობი შოფი, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (პროდუქციის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი თუ სხვა)  აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

14.2.         ჰობი შოფი იტოვებს უფლებას იმის შესახებ, რომ მომხმარებლის თაობაზე მის ხელთ არსებული ნებიმსმიერი ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს საქმიანობისა და მომსახურების განვითარების მიზნებისათვის.

 

15.                ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

15.1.         ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) წერილობითი თანხმობით.

 

16.                მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

16.1.         მომხმარებელი პასუხიმგებელ საკუთარი მოწყობილობიდან ან/და მომხმარებლის გვერდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე. მოწყობილობის ან/და მომხმარებლის გვერდის ყურადღების მიღმა დატოვების შემთხვევაში, რეკომენდებულია ყოველთვის გამოყენებულ იქნეს მოხმარებლის გვერდიდან გასვლის ფუნქცია. ჰობი შოფი არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ  მომხმარებლის გვერდის გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერი ტიპის ზიანზე, თუ შედეგზე.

 

17.               ფორს-მაჟორი

17.1.         შეთანხმებაში  მონაწილე  მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების  შესრულებაზე  იმ შემთხვევაშითუ ეს გამოწვეულია  ისეთი   ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის   დროსაც   მხარეთათვის მათი  შესრულება  შეუძლებელი  ხდება. ფორსმაჟორში   იგულისხმება ომი, სტიქიური   უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია, პანდემია, ადგილობრივი თვითმმართველი ოგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც შეუძლებელს ხდიან შეთანხმების პირობათა შესრულებას. აღნიშნულის   შესახებშეთანხმებით   გათვალისწინებული ვალდებულებების   შესრულების   ვადები   შესაბამისად   გადაიწევს ფორსმაჟორული გარემოებების   მოქმედების  ვადის   მიხედვით. ამ დროს  მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება   მხოლოდ   ფორსმაჟორული გარემოების  არსებობის   პერიოდში. ეს ვალდებულებები   დაუყოვნებლივ უნდა   შესრულდეს   ფორსმაჟორული   გარემოებების მოქმედების   შეწყვეტის   შემდეგ.​

 

18.                მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

18.1.          მომხმარებელს წვდომა აქვს ჰობი შოფის ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებულ უმრავლეს მონაცემთან, რომელიც ჰობი შოფის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, მისი პირადი ინფორმაცია ჰობი შოფის ვებ-გვერდზე.

18.2.         იმ შემთხვევაში, თუკი რეგისტრირებულ მომხმარებელს სურს თავისი მომხმარებლის გვერდის  გაუქმება, აღნიშნული მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს ჰობი შოფს ელ-ფოსტის მეშვეობით. მომხმარებლის გვერდის გაუქმება არ იწვევს ჰობი შოფის მონაცემთა ბაზაში არსებული მომხმარებლის მონაცემების წაშლასაც და იგი რჩება ჰობი შოფის სისტემაში კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით.

 

19.                მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

19.1.      ჰობი შოფი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები შეთანხმებაში, შესაბამისად მომხმარებელი იღებს ვალდებულებას პერიოდულად შეამოწმოს ჰობი შოფის ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის წესები.

 

20.                შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

20.1.          წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერჰობი შოფისვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

20.2.         წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებსჰობი შოფისმიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.

20.3.         წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებსჰობი შოფისვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

 

21.                მიწოდებისა და მიტანის პირობები

21.1.         იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის გვერდზე შეკვეთას აქვს სტატუსიჩაბარებულია, ხოლო მომხმარებელს გზავნილი არ მიუღია, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე ჰობი შოფს ელექტრონულ მისამართზე: info@hobbyshop.ge, ხოლო პრობლემის დაფიქსირების შემდგომჰობი შოფი ვალდებულია იზრუნოს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულ აღმოფხვრაზე.

 

22.                დამატებითი პირობები

22.1.          ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

22.2.         დადგენილი სამომხმარებლო ხელშეკრულების წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.

 

-                     მიწოდების სერვისი

პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შემდეგი პირობები:

სტანდარტული მიწოდება:

თბილისიშეკვეთილი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ შეკვეთის განხორციელებიდან 0-2 სამუშაო დღის განმავლობაში. საკურიერო მომსახურეობის საფასური შეადგენს 5 ლარს.

ყველა სხვა ქალაქიშეკვეთილი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ შეკვეთის განხორციელებიდან 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში. საკურიერო მომსახურეობის საფასური შეადგენს 10 ლარს.

 

-                     შეკვეთის დაბრუნება

მომხმარებელს აქვს უფლება არ ჩაიბაროს პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება ინტერნეტ მაღაზიაში გამოქვეყნებულ ან მომხმარებლის მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს შეკვეთის გადაცემისას, მიმწოდებელი კურიერის თანდასწრებით.

 

შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება გაქვთ არ ჩაიბაროს პროდუქცია და არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს. ასეთ შემთხვევაში ჰიბი შოფი შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწოდებს მომხმარებელს ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუკი ჰობი-შოფი ვერ  უზრუნველყოფს ხალი პროდუქტის მიწოდებას ან/და ჩანაცვლებას მომხმარებლისათვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური მომხმარებელს დაუბრუნდება არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

 

პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ მომხმარებლის ან/და მიმღების მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება.

 

ვინაიდან ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლები შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს პროდუქციის ფაქტობრივი ვიზუალისგან, ამგვარი განსხვავება არ ჩაითვალება შეკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობად. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაფორმებამდე დაუკავშირდეს გამყიდველს დეტალების დაზუსტების მიზნით.

 

-                     ქარხნული წუნის აღმოჩენა პროდუქტის ჩაბარების შემდეგ

 

ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა აცნობოს კომპანიას პრობლემის შესახებ პროდუქტის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში.

 

საჭიროა ელ. ფოსტის საშუალებით ჰობი შოფს მიეწოდოს საჭირო ინფორმაცია (შეკვეთის ნომერი, მომხმარებლის სახელი და გვარი) და გამოგვიგზავნოთ დეფექტის ამსახველი ფოტოსურათი. ელექტრონული ფოსტით აღნიშნული ინფორმაციის გამოგზავნა სავალდებულოა.

 

პროდუქტის დაბრუნება ფიზიკურად უნდა განხორციელდეს თბილისში, ბახტრიონის ქ.N22 წარმომადგენელთან წინასწარ შეთანხმებული დროის მიხედვით.

 

ადგილზე ფიზიკურად გამოცხადების შემდეგ მოხდება დეფექტის შეფასება, ჩანაცვლება ან პროდუქტის დაბრუნება.